ხშირად დასმული კითხვები

 

რა არის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია?
რა არის სწავლების სისტემა? ვის შეუძლია ისწავლოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის პრაქტიკა?

იმისათვის, რომ მსურველი დაშვებულ იქნას ფსიქოთერაპიის პრაქტიკის შესასწავლად, მას სასურველია ჰქონეს სრული ფსიქოლოგიური ან სამედიცინო განათლება ან სხვა პროფესია, რომელიც დაკავშირებულია ჯანდაცვის სფეროსთან. გამონაკლისის სახით დაიშვებიან ის პირები, ვინც წლების განმავლობაში ეწეოდნენ ფსიქოთერაპიულ საქმიანობას და არ დაუსრულებიათ ზემოთ ჩამოთვლილი განათლება. გამონაკლისის დაშვების პირობა არის მინიმუმ ორი წლის ფსიქოლოგიური ან კლინიკური კონსულტირების პრაქტიკა.

სტუდენტს თუ აქვს განაცხადის შემოტანის უფლება?

ზემოხსენებული ფაკულტეტების დამათავრებელი კურსის სტუდენტს (იგი არ უნდა იყოს 23 წელზე ახალგაზრდა) შეუძლია შეუდგეს სწავლის პირველ საფეხურს, ანუ პირად ფსიქონალიტიკურ ფსიქოთერაპიას. მას ასევე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს თეორიული სემინარების დაწყებით ჯგუფში. სწავლის მეორე, სასუპერვიზიო საფეხურზე გადასასვლელად, მან დამოუკიდებლად უნდა გაიაროს ფსიქოლოგიური პრაქტიკა. სასურველია, ჰქონდეს გავლილი სამწლიანი ფსიქოლოგიური კომსულტირების პრაქტიკის დამთავრებელი გამოცდა.

როდის და როგორ შემიძლია შევუერთდე სწავლებას/დავიწყო სწავლა?

სასწავლო პროგრამაში ჩართვისათ ს მსურველმა უნდა შეავსოს და გაგზავნოს განაცხადი კოორდინატორთან და სექციის ხემძღვანელთან. ამას მოჰყვება ორი გასაუბრება

როგორია მიღების პროცედურა?

მსურველმა უნდა გაიაროს ცალ ცალკე ორი მისაღები გასაუბრება ორ ტრენინგ თერაპევტთან, ამისათვის მსურველმა მათ უნდა გადაუხადოს წინასწარ განსაზღვრული გარკვეული საფასური. მისაღები გასაუბრებები დამოუკიდებლა ფასდება ტრენინგ თერაპევტების მიერ, ხოლო შეფასების შედეგებს შედეგებს ისინი წარადგენენ სასწავლო კომიტეტის შემდეგ შეხვედრაზე. კომიტეტი გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა მსურველი. მსურველის მიღების წინაპირობა არისმისი შესაძლებლობის შეფასება, აქვს თ არა მას უნარი და საშუალება, გაიაროს პირადი ტრანინგი, ასევე დაეუფლოს ფსიქოაანლიტიკური ფსიქოთერაპევტის პროფესიას. შეფასება ხდება მსურველის განათლების, უნარების და პირადი შეფასების საფუძველზე.

სად შემიძლია მივიღო დაწვრილებითი ინფორმაცია სწავლების შესახებ?

უფრო დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ გვერდზე ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამა. მიმართეთ ზრდასრულთა და ბავშვთა სექციებს

რა ჯდება სწავლა?

სწავლი საფასურის ზუსტი განსაზღვრა არ არის მარტივი. მისი განსაზღვრისათვის უნდა გაითვალისწინოთ:

  • პირადი ფსიქოანალიტიკური გამოცდილება, ანუ სასწავლო ანალიზის სეანსების საერთო ღირებულება,  რაც ასევე დამოკიდებულია  ტრენინგ ანალიტიკოსის ჰონორარზე.
  • თეორიული მეცადინეობების საფასური მთლიანად 1200 ლარი ოთხი წლის განავლობაში
  • სასუპერვიზიო საათების ხარჯები განისაზღვრება საათობრივად. თითოეული საათის ღირებულებას  განსაზღვრავს  სუპერვიზორი ან ნამდვილ წევრთა კრება.
შემიძლია თუ არა დავესწრო სფფს თეორიულ ლექციებს, თუ მე არ ვმონაწილეობ სფფს სასწავლო პროგრამაში?

თეორიული ნაწილი I – ფსიქოანალიზის თეორიის საფუძვლები- ღიაა კოლეგებისთვის ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიისა და დამხმარე პროფესიების სფეროდან, ასევე ფსიქოანალიზით დაინტერესებული პირებისათვის. ამ შემთხვევაშიც იქნება გასაუბრება. თეორიულ სემინარებში მონაწილეობის საფასური განსხვავებული იქნება ორგანიზაციაში გაუწევრიანებელი პირებისათვის. გაიცემა დამადასტურებელი მოწმობა განვლილ თეორიულ სემინარებზრ დასწრების შესახებ.

თეორიული  ნაწილი II – ინდივიდუალური და ბავშვთა ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ტექნიკა – ასევე შესაძლებელია კოლეგებისთვის ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიისა და დამხმარე პროფესიების სფეროდან.  პირობა არის მათი ფსიქოთერაპიული   გამოცდილება კლიენტებთან.  თეორიული სწავლების ამ ნაწილში  ტრენინგში არ  ჩართული  პირები   ცალკე ჯგუფის სახით გაივლიან ამ ნაწილს.

როგორ ხდება ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციის მინიჭება?

ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტების კვალიფიკაციიიის მინიჭება ხდება სფფს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ. სფფს სასწავლო პროგრამა რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. პროგრამა ითვალისწინებს პირადი ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიას, სემინარებს როგორც ფსიქოანალიზისა და ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის თეორიისა და ტექნიკის საკითხებზე, ასევე კლინიკური შემთხვევების განხილვას სუპერვიზიის, ანუ ზედამხედველობის ქვეშ. საბოლოო გამოცდისას კანდიდატმა წერილობითი ფორმით უნდა წარადგინოს კლინიკური ნაშრომი, რომელშიც აღწერილი იქნება ორი სუპერვიზირებული შემთხვევა.

კლინიკური გამოცდილება კვალიფიკაციამდე. სწავლის განმავლობაში კანდიდატებს  შეხება უნდა ჰქონდეთ ფსიქიკური  დარღვევების ფართო სპექტრთან, რათა  მიიღონ  კლინიკური გამოცდილება.

თითოეულ კანდიდატს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი, ან დამკვალიანებელი, რომელსაც თავად აირჩევს სასწავლო კომიტეტის წევრებიდან. სასწავლო -კომიტეტი თვალყურს უნდა ადევნებდეს კანდიდატის შესაბამისობას და პროფესიულ წინსვლას მასწავლებლებისა და სუპერვიზორების ზეპირი ან წერილობითი დასახიათების საფუძველზე სწავლის განმავლობაში.

კვალიფიკაციის მინიჭება:

საბოლოო კვალიფიკაციისათვის კანდიდატი სასწავლო კომიტეტს წარუდგენს კლინიკურ ნაშრომს, რომლის საკვალიფიკაციო შესაბამისობას ადგენს კომიტეტი. კანდიდატის მიერ ზემოთ აღწერილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში (წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაცია) საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება ნიშნავს საკვალიფიკაციო გამოცდას. რომელსაც ესწრებიან სასწავლო კომიტეტის წევრები, სასურველია ორგანიზაციის სხვა წევრების დასწრებაც. ზოგ შემთხვევაში, დაშვებულია სფა ან ეფფფ ტრენინგ ანალიტიკოსების დასწრებაც. საკვალიფიკაციო გამოცდისას კანდიდატმა წერილობითი ფორმით უნდა წარადგინოს კლინიკური ნაშრომი, რომელშიც აღწერილი იქნება ორი სუპერვიზირებული შემთხვევა. ნაშრომს აფასებს ორი გამომცდელი.

წარმატებული დაცვის შემთხვევაში კანდიდატს მიენიჭება ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის მიერ აღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი.