ხშირად დასმული კითხვები

ვინ არის ფსიქოანალიტიკოსი ფსიქოთერაპევტი?

ფსიქოანალიტიკოსი ფსიქოთერაპევტი შედეგიანად კურნავს ფსიქიკური დაავადებების ფართო სპექტრს. მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი სამკურნალო პროცესი, ასევე შესაძლებელია სხვა სახის მკურნალობას შეეთავსოს (მაგ., ფარმაკოლოგიური მკურნალობა). ის აუმჯობესებს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, უბრუნებს ადამიანს ცხოვრებით ტკბობის უნარს ზრდის ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების გაძღოლისა და მოწყობის უნარს. ზოგჯერ ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიას მიმართავენ სპეციფიური დაავადებების სამკურნალოდ, მაგ, კვებითი დარღვევების, აკვიატებებული ქცევის ან ფობიური გამოვლინებების შემთხვევაში. ასევე მას მიმართავენ დეპრესიის, ან შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში, ყურადღების კონცენტრაციის ნაკლებობის დროს ან მაშინ, როდესაც პიროვნება ვერ ამყარებს დამაკმაყოფილებელ ახლო ურთიერთობებს. ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია ტარდება ზრდასრულებისთვის, ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, წყვილებისა და ჯგუფებისათვის. ის გამოიყენება ბავშვებში ემოციური და ქცევითი სირთულეების დროს, რაც თვალსაჩინოა სკოლაში ან სახლში; მათ შორისაა კონფლიქტები თანატოლებთან, დეპრესიული განცდები, დასწავლის უუნარობა, სასკოლო ფობიები, კვებითი და ძილის აშლილობა.

პასუხი კითხვაზე, თუ რამდენად შედეგიანია ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია რომელიმე კონკრეტულ დაავადების სამკურნალოდ, სხვადასხვა სიტუაციაზე დამოკიდებული. ხშირად სასარგებლოა წინასწარ ერთი ან რამდენიმე კონსულტაციის ჩატარება გამოცდილ ფსიქოთერაპევტთან, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, რათა დარწმუნდეთ, თუ რამდემნად შეეწყობით ამ ფსიქოთერაპევტს. ზოგჯერ მკურნალობა შეძლება ხანმოკლე იყოს, მაგრამ, ძირითადად, ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის შემთხვევაში, მკურნალობა ხანგრძლივია, რაც მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას როგორც ფსიქოთერაპიის მსურველის, ასევე ფსიქოანალიტიკოს ფსიქოთერაპევტის მხრიდან.

როგორია ფსიქონალიტიკური ფსიქოთერაპიის კურსის ხანგრძლივობა?

რთული სათქმელია, თუ რამდენ ხანს გასტანს ფსიქოთერაპიული პროცესი, რადგან კურსი დამოკიდებულია სხვადასხვა საკითხე, მათო შორის, დასამუშავებელი პრობლემების რაოდენობაზე. სავარაუდოდ, თერაპია გრძლდება რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე და მეტი. ზოგ შემთხვევაში, ეს მკურნალობა ფინანსდება, მაგ. ბავშვების შემთხვევაში. უფრო ხშირად კი, ანალიზირებული თავის ჯიბიდან იხდის თერაპიის საფასურს.

რა სიხშირით ტარდება ფსიქონალიტიკური ფსიქოთერაპია?

სეანსების სიხშირე დამოკიდებულია თერაპიის სახეობაზე. ინდივიდუალური ფსიქოთერაპია კვირაში ერთი სეანსიდან სამ სეანსამდე სიხშირით ტარდება, ფსიქოანალიზი ოთხ სეანსამდე კვირაში. შეხვედრა გრძელდება 50 წუთის განმავლობაში. წყვილების თერაპია, ჩვეულებრივ, კვირაში ერთხელ ტარდება.

რა ღირს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია?

ფსიქოთერაპევტის საათობრივი ანაზღაურება დამოკიდებულია თავად ფსიქოთერაპევტზე, თუ როგორ აფასებს იგი თავის მუშაობას. ინდივიდუალური თერაპიის ერთი სეანსის საფასური, დაახლოებით, 35 ლარიდან 70 ლარამდე მერყეობს.

სად შეიძლება ჩავიტარო/ გავიარო ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია?

ყველაზე პირდაპირი გზა არის, პირადად დაუკავშირდეთ საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების ფსიქოანალიტიკოს ფსიქოთერაპევტს, ფსიქოანალიტიკოსს, ან ასპირანტ წევრს, რომელიც სწავლის მეორე ეტაპზე გადადის. გააჩნია, თუ რა სახის მომსახურება გსურთ, იქნება ეს ზრდასრულთა თერაპია, წყვილთა თერაპია თუ ბავშვთა თერაპია.

როგორ ვიპოვოთ ფსიქოანალიტიკოსი ან ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი?

თუ გსურთ პირდაპირ დაუკავშირდეთ ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპევტს, გახსენით ფანჯარა “ჩვენი ორგანიზაციის წევრები“. აქ არის ჩამოთვლილი ის ფსიქოანალიტიკოსი ფსიქოთერაპევტები და ფსიქოანალიტიკოსები თბილისში და ბათუმში, რომელბიც ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან და ვისაც შეუძლია გაგიწიოთ კვალიფიციური დახმარება, ან გირჩევენ, თუ ვის უნდა მიმართოთ. გააჩნია, რა სახის მომსახურებასა გსურთ, იქნება ეს ზრდასრულთა თერაპია, წყვილთა თერაპია თუ ბავშვთა თერაპია.

თუ თქვენ ეძებთ კვალიფიციურ ფსიქოანალიტიკოსს საქართველოს ფარგლებს გარეთ, მოგვწერეთ  საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპის საზოგადოების ფეისბუკის გვერდზე.

რა განსხვავებაა ფსიქოლოგს, ფსიქიატრსა და ფსიქოთერაპევტს შორის?

ფსიქიატრი   პროფესიით ექიმი, რომლის სპეციალობა არის ფსიქიკური დაავადებების მკურნალობა. იგი  სწავლობს მედიცინას და შემდეგ  იღებს ფსიქიატრის კვალიფიკაციას. ფსიქიატრი  მიმართავს  მედიკამენტოზურ მკურნალობას.  

ფსიქოლოგი  არის   სპეციალისტი, რომელმაც  ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. თუ  მას სურს ჯანდაცვის სფეროში  მუშაობა  და  პაციენტების  მკურნალობა, ფსიქოლოგმა კლინიკური ფსიქოლოგის ატესტაცია უნდა გაიაროს.

ფსიქიატრი, ისევე როგორც ფსიქოლოგი, ავტომატურად არ წარმოადგენს ფსიქოთერაპევტს, სანამ   არ გაივლის შემდგომ განათლებას ფსიქოთერაპევტის პროფესიის დასაუფლებლად.

ფსიქოთერაპევტი ის პროფესიონალია, ვინც  უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული პროფილით (ძირითადად ფსიქიატრი და ფსიქოლოგი  ან სოცმუშაკი) და,   ამას გარდა, დაამთავრა ფსიქოთერაპიული ტრენინგი.  ტრენინგი  უნდა ჩაატაროს სასწავლო ინსტიტუტმა ან პროფესიულმა ფსიქოთერაპიულმა სკოლამ ( ფსიქოანალიზი, ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია, გეშტალტი, კოგნიტურ- ქცევითი თერაპია და ა.შ.).

ფსიქოანალიტიკური და ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის სწავლის პროცესში  პროფესიონალი ვითარდება, მუშაობს საკუთარ თავზე,  სწავლობს თეორიას-თუ როგორ უნდა უნდა იმუშაოს და იფიქროს მოცემული ფსიქოთერაპიული მიმართულებით, მუშობს სუპერვისიის ქვეშ, ანუ პროფესიული ზედამხედველობით   მთელი ეს პროცესი დაახლოვებით 4-6 წელი გრძელდება.

ვინ არის ფსიქოთერაპევტი, ტრენინგ ანალიტიკოსი?

ტრენინგ ფსიქოანალიტიკოს ფსიქოთერაპევტი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს, რომელსაც უფლება აქვს ჩაუტაროს სასწავლო ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია და ფსიქოთერაპიული შეთხვევევის სუპერვიზიები კანდიდატებს ფსიქოთერაპევტის სერთიფიკატის მოსაპოვებლად.

ტრენინგ ფსიქოანალიტიკოს ფსიქოთერაპევტი შეიძლება გახდეს სფფს სერტიფიცირებული ფსიქოანალიტიკოს ფსიქოთერაპევტი სერთიფიცირებიდან სამი წლის შემდეგ (ან მანამდე- განსაკუთრებული შემთხვევაში), რომელიც წარმატებით დაიცავს მესამე თერაპიულ შემთხვევას და წარმოადგენს თეორიულ ესეს. იგი სამი წლის განმავლობაში უნდა აგრძელებდეს სუპერვიზიებსა და თეორიულ მუშაობას.