"მედეა- დედობა, სიყვარული და მრისხანება"

IPA საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კომიტეტი – ქალები და ფსიქოანალიზი

 

 

 

 


წინასიტყვა

 

“არ არსებობს სიყვარულისაგან გულგატეხილ ქალზე უფრო შურისმაძიებელი გული,”
ევრიპიდე

კონფერენციის  მიზანია, წარმოაჩინოს  თანამედროვე  ქალის ფსიქიკის ყველაზე სიღრმისეული ფენები  ოჯახთან,  შვილებთან, სიყვარულთან, სამშობლოსთან  და მოვალეობებთან  მისი დამოკიდებულების შესწავლის მიზნით.   კონფერენციაზე   ეს საკითხი განიხილება    უძველესი სამყაროს  კულტურული  ფენომენის, ოქროს საწმისის   მითის    პერსონაჟის, მედეას  სახის     არაცნობიერი  განზომილებების   კვლევების საფუძველზე.

არგონავტების მოგზაურობა კოლხეთში ერთ – ერთი უძველესი მითია. მისი განვითარება და სახეცვლილება ასახავს დასავლური ცივილიზაციის დრამატულ ძვრებს რწმენის, ძალაუფლებისა და კულტურის სფეროში ბერძნული მითოლოგიის უძველესი ფენებიდან დღემდე.

ევრიპიდეს ტრაგედიის დამსახურებით, მედეა მხატვრული ლიტერატურის ყველაზე ტრაგიკულ  და, ამავე დროს, პოპულარულ პერსონაჟად იქცა, რომელსაც შვილებისა და ძმის მკვლელობა მიეწერება. ფაქტობრივად, დასავლური კულტურისთვის მედეას სახე წარმოადგენს აკუმულირებულ მეტაფორას ქალის შესახებ.

სიყვარული და პოლიტიკა, მოვალეობა და ფიცის გატეხა, ეჭვიანობა და შურისძიება, დედობა, ქალთა უფლებები ქორწინებასა და საზოგადოებაში, ბავშვების ბედი გაცილებულ ოჯახებში, დამოკიდებულება და დამოუკიდებლობა, სიამაყე და მრისხანება – ყველა ეს ადამიანური ვნება ასახულია მედეას სახეში. მედეა მრავალი პოეტის, მწერლის, მუსიკოსისა და მკვლევარის შთაგონების წყარო გახდა. რასაკვირველია, ამ მხრივ ფსიქოანალიტიკური კვლევებისათვისაც ფართო ასპარეზი იშლება.

მითი ყოველთვის წარმოადგენდა მძლავრ საშუალებას ყოვლისმომცველი არაცნობიერის პროექციებისათვის. ოქროს საწმისის მითის ეპიკური ისტორიის კვლევას ბერძნული რელიგიის გარიჟრაჟისკენ მივყავართ. ბერძნებისთვის კოლხეთი, შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ბარბაროსთა სამეფო, სამყაროს კიდეს წარმოადგენდა, სადაც ისინი უძველესი რელიგიური შეხედულებების პროექციას ახდენდნენ. მედეას მითი წარმოადგენს ელინური სამყაროს მიერ უარყოფილი, განდევნილი არქაული ფანტაზიებისა და ველური ვნებების სამყოფელს. მედეა, როგორც მითოლოგიური გმირი, უნივერსალური და მრავალსახეობრივი არქეტიპული სიმბოლოა; ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მისი მრავალფუნქციონალურობისა და მნიშვნელობის დამსახურებით, მედეას სახე – სახე ყოვლისშემძლე ოიდიპოსამდელი დიდი დედისა – განდევნილი სახით არსებობს თითოეული ქალის არაცნობიერში.

ამ გაგებით, მედეას მითი ჩვენი საერთო ინტელექტუალური, კულტურული და სიმბოლურ მემკვიდრეობის ნაწილია.

კონფერენციის პარტნიორები არიან:

 

IPA  საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის

კომიტეტი – ქალები და ფსიქოანალიზი       

 საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპის საზოგადოება

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა)

 

პ რ ო გ რ ა მ ა

 

ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი, 2018 

16.00:                                                                    წინასაკონფერენციო ვორკშოფი

                                                                                 გილა ოფერი (ისრაელი),  “დედის კანონი”

18.00:                                                                    კლინიკური სუპერვიზიები-  სუპერვიზორი

                                                                                 მარიანა ლეიზინგერ – ბოჰლებერი (გერმანია)

                                                                                

პარასკევი, 19 ოქტომბერი, 2018

 

დილის სესიის  თავმჯდომარე- ევა რეიხელი  (გერმანია)

08.30   რეგისტრაცია
09.00–09.30 კონფერენციის გახსნა, მისასალმებელი სიტყვა:
თამარ გაგოშიძე, თსუ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი;
ხათუნა ივანიშვილი, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრი (საქართველო).
მარია კალასი და მედეა – ნაწყვეტები პაზოლინის ფილმიდან. გერტრუდა შლეზინგერ-კიპი (გერმანია), ქრისტინა საოტინი (იტალია) – შესავალი სიტყვა.
09.30–10.30 მარიან ლეიზინგერ-ბოჰლებერი (გერმანია): მედეა – შესწორებული ვერსია ევროპის ლტოლვილთა კრიზისის დროს.
10.30–11:30 ხათუნა ივანიშვილი (საქართველო): მედეა – წარმომავლობა.
11.30–12.00 შესვენება, ყავა
12.00–13.00 როზელა ვალდრე (იტალია): ფსიქოანალიტიკური ხედვა ქალისა და ძალაუფლების შესახებ თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურაში: ბოროტება, მსხვერპლი და წყვილი.
13.00–14.00  შესვენება, ლანჩი

 

პარალელური  ვორკშოფები   14.00–15.30

 

14:00 – 15:30
ვორკშოფი 1 ტატიანა პუშკარიოვა (უკრაინა): დღენაკლული ახალშობილები, ბავშვისა და მშობლის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია.

თავმჯდომარე: მარიანა  ლეიზინგერ-ბოჰლებერი     (გერმანია)

ვორკშოფი 2 პაოლა ვიზიელა (იტალია): ხელოვნური პროკრექცია და ჰომოსექსუალი აღმზრდელი.

თავმჯდომარე: ქრისტინა საოტინი (იტალია)

ვორკშოფი 3 ჯოუნს დე ლუკა (იტალია): მედეას მითი: “უწყვეტი კავშირიდან” წარმოუდგენელ ფიქრებამდე და მათ კლინიკურ შედეგებამდე.
ვორკშოფი 4  მაია კირჩხელი (ბრიტანეთი): მედეას ორი სახე – ისრიდან დაშნამდე.

თავმჯდომარე: ენდელ ტალვიკი (ესტონეთი)

15.30–16.00 შესვენება, ყავა
16.00–18.00  მხატვრული ფილმის ჩვენება და განხილვა;   “ნამე”, რეჟისორი ზაზა ხალვაში. მომხსენებლები ტატიანა გრაჩოვა (რუსეთი), ევა რეიხელი ( გერმანია), ზაზა ხალვაში 

შაბათი, 20 ოქტომბერი, 2018

დილის სესიის თავმჯდომარე: გერტრაუდ შლეზინგერი – კიპ

09.30–10.30   ენდელ ტალვიკი (ესტონეთი): მედეა და კირკე: FEMMES FATALES ძველ საბერძნეთში.
10.30–11.30 რუსუდან ცანავა (საქართველო): მედეა 21-ე საუკუნეში: სიმბოლო და ნარატივი
11.30–12:00  შესვენება, ყავა
12.00–13.00 ელიზაბეტ სკალე (ავსტრია): მედეა: ქალური რისხვის შიში
13.00–14.00 შესვენება, ლანჩი

 

პარალელური ვორკშოფები

 

14.00–15.30 
ვორკშოფი 5 დავით ჰოლუბი (ჩეხეთი): “სექსი? დამთავრდა”.
რა მიმართებაშია #მეც (#MeToo) კამპანია სექსუალობასთან.თავმჯდომარე-ევა რეიხელი ( გერმანია)
ვორკშოპი 6 დიანა პიპინაშვილი (საქართველო): ქალურობა და მასთან ასოცირებული შემოქმედებითი ძალის დათრგუნვის ან მცდარად გამოყენების ასპექტები

თავმჯდომარე: მაია კირჩხელი ( დიდი ბრიტანეთი)

ვორკშოფი 7 ჯააპ უბელსი (ნიდერლანდები): ქალურობა- მამაკაცურობა: არაცნობიერი, იდეოლოგია და პოსტმდერნიზმი

თავმჯდომარე: კრისტა ჰაკი (გერმანია)

ვორკშოფი 8 ეკატერინა კალმიკოვა (რუსეთი): გამოუსწორებელი ზიანი

თავმჯდომარე: ანდრეას ბილგერი (გერმანია)

15.30–16.00 შესვენება, ყავა
16.00–17.00 ნუცა ესებუა (საქართველო), ანდრეას ბილგერი (გერმანია): ცოცხალი ხელოვნება და მედეა (პროექტი ხელოვანთან ერთად)
17.00–18.00 პლენარული სხდომა, დასკვნა, პერსპექტივები

* კონფერენციის საფასურში შედის სამჯერადი კვება: ორი ყავის შესვენება და ლანჩი, ასევე დაბეჭდილი საკონფერენციო მასალები.

 

სასუპერვიზიო ჯგუფები ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი, 2018, 17:00 – 20:00 სასუპერვიზიო ჯგუფებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით მიმართეთ:  iv_khatuna@yahoo.com

 

საორგანიზაციო კომიტეტი:
გერტრუდა შლეგინგერ – კიპი
ხათუნა ივანიშვილი
ევა მარია რეიხელი
ქრისტინა საოტინი

 

საკონტაქტო პირები:

gertraud.schlesinger-kipp@dpv-mail.de
iv_khatuna@yahoo.com
მობ.: +995 599 942 212

 

საკონფერენციო გადასახადი საქართველოს მოქალაქეებისთვის:

 

20 სექტემბრამდე 160 ლარი
20 სექტემბრის შემდეგ 200 ლარი

სტუდენტები

20 სექტემბრამდე 80 ლარი
20 სექტემბრის  შემდეგ 120 ლარი

 

კონფერენციის საფასურის გადახდა :

გთხოვთ, თქვენი სტატუსისი შესაბამისად გადაიხადოთ თანხა (სტუდენტი, არასტუდენტი)

თიბისი ბანკის ანგარიშზე:
SWIPT: TBCBGE 22
IBAN: GE88TB7124736020100006

(გადახდისას აღნიშნეთ, თუ ვის ურიცხავთ ურიცხავთ თანხას: “საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება”; დანიშნულებაში ჩაწერეთ კონფერენციის დასახელება: “მედეა” და მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი.)

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი:

 

ექსკურსია უფლისციხეში

 

კვირას, 21ოქტომბერს, მსურველებისათვის ჩატარდება ექსკურსია უფლისციხეში. შეკრება დილის 10 საათზე. შეკრების ადგილი მოგვიანებით გამოცხადდება. ექსკურსიის საფასური ცალკეა გადასახდელი და ღირს 50 ლარი. ამ საფასურში შედის პიკნიკი მტკვრს ნაპირზე, მგზავნობის მომსახურება, მუზეუმის ბილეთის ფული და ექსკურსიამძღოლის მომსახურება.

 

 

უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრია. იგი მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება.უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელი ანტიკური (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) ხანაში. გვხვდება შუა საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. უფლისციხე წარმოადგენდა მნიშვნელოვან რელიგიურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს ელინისტურ და გვიანდელ ანტიკურ პერიოდებში

 

 

"მედეა- დედობა, სიყვარული და მრისხანება"