საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება (სფფს) აერთიანებს ფსიქოანალიტიკოსებს და ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპევტებს, რომელთა მიზანია, ადამიანებმა მიიღონ კვალიფიციური ფსიქოანალიტიკური და ფსიქოთერაპიული დახმარება.

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოებაში გაერთიანებული არიან არა მხოლოდ ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტები, არამედ ფსიქოანალიტიკოსები, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრები და კანდიდატები, რომლებიც ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ტრენინგის გარდა, გადიან ან გაიარეს ტრენინგი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის სტანდარტების შესაბამისად აღმოსავლეთ ევროპის ფსიქოანალიზის ინსტიტუტში psy-epi.eu.